
ცესკოს ოპოზიციონერი წევრების ცნობით, საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი 65 508 მოქალაქის სია, რომელზე ინფორმაციაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, მხოლოდ 12 სექტემბრის მდგომარეობითაა შედგენილი.
აქედან გამომდინარე, ემიგრანტები, რომლებმაც საკონსულო აღრიცხვა 12 სექტემბრის შემდეგ გაიარეს, საარჩევნო სიაში ჯერ არ დამატებულან და მათი მონაცემები ერთიან სიაში 7 ოქტომბრის შემდეგ აისახება.