გაიყოლე არჩევნებზე

ალბათ, ყველა ვიცნობთ ერთ ადამიანს მაინც, ვინც რეგიონიდან დედაქალაქში სასწავლებლად, სამუშაოდ თუ უბრალოდ საცხოვრებლად არის ჩამოსული. გვესმის, რომ არჩევნების დღეს ზღვისპირეთში, მთიან რაიონებსა და სხვა რეგიონებში დაბრუნება ძვირია და დიდ დროს მოითხოვს. ამ სირთულეების გასამარტივებლად კი შევქმენით ფეისბუქ ჯგუფი “გაიყოლე არჩევნებზე“. ჯგუფში დამატებით შეგიძლიათ იპოვნოთ თანარეგიონელები, რომლებთან ერთადაც არჩევნებზე წასვლა უფრო სწრაფი, მარტივი და საინტერესო იქნება.

დაემატეთ ფეისბუქ ჯგუფში და 26 ოქტომბერს გაიყოლეთ არჩევნებზე.