საქართველოს მოქალაქე ხმას რეგისტრაციის მისამართზე აძლევს, თუმცა, თუ მოქალაქის ფაქტობრივი მისამართი განსხვავებულია და არჩევნების დღეს რეგისტრირებულ მისამართზე მისვლას ვერ ახერხებს, მისამართის შეცვლა შესაძლებელია.
რეგისტრაციის მისამართის შეცვლისთვის აუცილებელია, მოქალაქემ იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში წარადგინოს საბუთები ან ონლაინ შეავსოს განაცხადი ამ 👇
წარსადგენი საბუთები, რომლებსაც ადგილზე შეგავსებინებენ:
- საცხოვრებლის მესაკუთრის თანხმობა.
შესაძლებელია, იუსტიციის სახლში მიხვიდეთ ერთად ან ჯერ მიხვიდეთ თქვენ, შემდეგ კი მესაკუთრე დასტურისათვის. შესაძლებელია, რომ ამისთვის განცხადების შემტანი და მესაკუთრე სხვადასხვა იუსტიციის სახლს ეწვიონ.
ან
- ორი სრულწლოვანი პირის წერილობითი დასტური, რომ მოქალაქე ბოლო 3 თვის განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე (გაითვალისწინეთ, რომ საჭირო იქნება ამ პირების დამადასტურებელი მოწმობები).
რეგისტრაციიდან მოხსნა შესაძლებელია:
- პირის მიერ ახალ მისამართზე რეგისტრაციის დროს განცხადების საფუძველზე;
- საცხოვრისის მესაკუთრის მოთხოვნით ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განაცხადით.
ვიდეო ინსტრუქციის სანახავად გადადით 👇