საარჩევნო სიაში შენი თავის გადამოწმება შეგიძლია აქ 👇
პირადი ნომრისა და გვარის ჩაწერის შემდეგ საჭიროა მონიშნოთ “მე არ ვარ რობოტი” და დააჭიროთ ძიებას, რის შემდეგაც თქვენი პირადი ინფორმაცია გამოჩნდება.
აქვე შეგიძლიათ ამავე მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიაც გადაამოწმოთ.
თუ შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ საარჩევნო სიაში თქვენს მისამართზე უცხო ადამიანია რეგისტრირებული, მისი ამოწერა მარტივად შეიძლება. ამისთვის საჭიროა ბინის მფლობელმა განცხადება დაწეროს იუსტიციის სახლში (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში).
სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებისას მოქალაქეს მის საარჩევნო უბანზე ინფორმაციის მიღებაც შეუძლია.