19 წლის გოგონას საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია – ბრალდებული, სავარაუდოდ, ბიძაშვილია

0
61
Загрузка...

19 წლის გოგონას საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია – ბრალდებული, სავარაუდოდ, ბიძაშვილია

თბილისში 19 წლის გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ფოთში დააკავეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს არ აკონკრეტებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მოკლული გოგონას, ანა ხელაძის ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც გოგონა თბილისში დეიდის სახლში ცხოვრობდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი