ახალი კადრები – თურქეთში ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად აჭარის მთავროობა ჩავიდა

0
47
Загрузка...

ახალი კადრები – თურქეთში ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად აჭარის მთავროობა ჩავიდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული „ერისიონის“ საბავშვო სტუდია ”ლამპრების” წევრები მოინახულა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.
დაშავებულები აესევ მოინახულა ტრაპზონის მერმა, ვოლქან ჯანალიოღლუმ. პრესსამსახურის ცნობით, დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ. ორი მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. იგეგმება ბავშვების საქართველოში გადმოყვანა.
ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგდ 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.

დატოვეთ კომენტარი